წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებგვერდ Dione-ის გამოყენებას, პროდუქციის შეძენის, შეკვეთის გაფორმებისა და გადახდის პროცესს.
1. ზოგადი პირობები
1.1. ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1.2. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
2. შეკვეთა და გადახდა
2.1. შეკვეთა მიღებულად ითვლება მხოლოდ მისი დადასტურების შემდეგ.
2.2. გადახდა შესაძლებელია ვებგვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით.
2.3. პროდუქციის ფასები მითითებულია ლარში (GEL) და მოიცავს ყველა მოქმედ გადასახადს.
3. პროდუქცია
3.1. პროდუქციის ფოტოები და აღწერილობები მაქსიმალურად შეესაბამება რეალურ პროდუქტს, თუმცა შესაძლებელია მცირედი ვიზუალური განსხვავება.
3.2. სურნელოვანი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ დეფექტის ან შეკვეთასთან შეუსაბამობის შემთხვევაში.
4. დაბრუნება და შეცვლა
4.1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა ან თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება შეკვეთას.
4.2. დაბრუნების ან შეცვლის მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
5. პასუხისმგებლობა
5.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევაში.
5.2. მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას მიუთითოს ზუსტი და მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია.
6. საბარათე გადახდა
მომხმარებლის მიერ პროდუქციის ღირებულების საბარათე ინსტრუმენტით გადახდის შემთხვევაში, გადახდების მიღება ხორციელდება სს საქართველოს ბანკისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის — შპს იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯიას მეშვეობით.
გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ეთანხმება სს საქართველოს ბანკისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის — შპს იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯიას წესებსა და პირობებს, რომლითაც ხორციელდება საგადახდო მომსახურება.
შეთანხმების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://unitedpayment.ge/medium/page/document/52078b04-86f5-47fa-83d2-da6654631fa3
მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ აღნიშნულ წესებსა და პირობებში დროდადრო შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. შესაბამისად, კონკრეტული გადახდის განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია თავად გაეცნოს გადახდის მომენტისთვის მოქმედ წესებსა და პირობებს.
გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას გადახდის მომენტისთვის მოქმედ წესებსა და პირობებზე.
ბარათის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და სს საქართველოს ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული მოთხოვნები.